საქმე კორუფციაში არაა, რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა - ლევან მურუსიძე

06 აპრილი 2023, 15:40 759 ნახვა

დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, თუ მოსამართლეები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინებენ ელჩისა და საელჩოს პოზიციებს, არ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ, – ამის შესახებ ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, კორუფცია არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა.

„მე მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეზე კორუფციის ბრალდების დაბრალება და არის თითიდან გამოწოვილი და შესაბამისად ვერ წაროადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობები დასაწყისში იყო არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, რადგან საელჩოს ჰქონდა მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

 

ახლა რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, ამას გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს. იცით, რომ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეზე რამდენჯერმე გამოიდიდა და იძახდა, რომ კონრკეტული გადაწყვეტილება, მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული, ჯერ ერთი ჩემთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში. აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს არის შემდეგში. თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ეს არის ცალსახა. ასევე მაგალთი არის ლაშა ჩხიკვაძის, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით, ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთვევები, რომ პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აბულინგებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ, რომ მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს, როგორც გაბედა და შეუერთდა მის პოზიციას. ლაშა ჩხიკვაძის თემა არის აისბერგის წვერი.

პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები, როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს“, – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება.

მურუსიძე ფიქრობს რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და შესაძლოა სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი