სანქციები ქართველ მოსამართლეებს - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასება

06 აპრილი 2023, 11:02 600 ნახვა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიესალმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას.

კახა წიქარიშვილის განცხადებით,  სანქცირებული მოსამართლეები, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სისტემის სათავეში იყვნენ და ორივე პერიოდში მოქმედი ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ.

მისივე მტკიცებით, სასამართლო სისტემა დღეს უფრო მეტად თავისუფალია, თუმცა ''ქართული ოცნება'', საკუთარი პოზიციების დასაცავად ისევ ერევა სასამართლოს დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეების პარალელურად არსებობენ კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც - აცხადებს ,,დამოუკიდებელი იურისტების“  ჯგუფის წევრი და ამიტომაც, მას აქვს პრეტენზია, რომ არსებობდეს წყალგამყოფი მოსამართლეებს შორის.

ჯგუფმა უკვე მიმართა პარლამენტს სასამართლოში არსებულ შესაძლო  კორუფციის შესასწავლად და ამისთვის  შეიქმნას საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი