ჟენევის მოლაპარაკებები

06 აპრილი 2023, 11:11 656 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2022 წლის ოქტომბერში გამართული წინა შეხვედრის შემდგომ განვითარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული მოვლენები.

ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე.

სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო.თანათავმჯდომარეებმა აცნობეს მონაწილეებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვას 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გეგმავენ და ელოდებიან ყველა მონაწილის მიერ დადასტურებას“, – აღნიშნულია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი