უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

06 აპრილი 2023, 10:18 516 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში,უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, უკრაინის წინააღმდეგ 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 51-ჯერ გახსნეს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

პარალელურად მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 17 დარტყმა განახორციელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში