სოსო გოგაშვილის საქმე - განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

04 აპრილი 2023, 10:28 659 ნახვა

სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე განაჩენის მოლოდინშია. თბილისის საქალაქო სასამართლო ვერდიქტს  სოსო გოგაშვილის საქმეზე  რამდენიმე საათში გამოაცხადებს.

დღეს ყოფილი   მაღალჩინოსანი   საბოლოო სიტყვას   წარმოთქვამს. ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მტკიცებულებებით ბრალად წარდგენილი დანაშაული  გოგაშვილს უდასტურდება, დაცვის მხარე არ იზიარებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ  ყველა ბრალდება  მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ეფუძნება.

გაგახსენებთ, სოსო გოგაშვილს  რამდენიმე მუხლს ედავებიან. მათ შორის  სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებასა  და  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვას.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას  ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში