მსოფლიოში აღიარებული ტენორი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის სტუდენტებმა ირაკლი კახიძის ინიციატივით გამართულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
ასევე რჩევები და გამოცდილება გაიზიარეს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმა და სტაჟიორებმა.
ევროპასა და აზიაში მოღვაწე ირაკლი კახიძე გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სოლისტი, ღირსების მედალოსანი და საპატიო ბათუმელია. საოპერო მიმართულებით მასტერკლასი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში შედგა.