სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე ტყუილია, თითქოს მასთან არ შეუშვეს ადვოკატი - პენიტენციური სამსახური

03 აპრილი 2023, 21:11 558 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ასევე სიცრუეა, რომ ლაზარე გრიგორიადისთან არ შეუშვეს ადვოკატი

2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი