არკანზასის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

03 აპრილი 2023, 14:10 566 ნახვა

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილებში ძლიერი ტორნადოების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.  სტიქიის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. ათასობით სახლი განადგურებული ან დაზიანებულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არკანზასის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. 

არკანზასის  შტატის ქალაქ  ლითლ-როკში  სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა და 2 ათას 600 სახლი დაზიანდა.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 31 მარტის შემდეგ ქვეყანაში 80-მდე ტორნადო დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში