ქმარმა ცოლს ათობით ჭრილობა მიაყენა – ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

02 აპრილი 2023, 20:10 667 ნახვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა. მას 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა და 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი