აქცია მაუწყებელთან

10 თებერვალი 2017, 00:00 2077 ნახვა

გუშინ საღამოს,   საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა. ისინი ხუთწუთიან ეთერს ითხოვდნენ. მაუწყებელმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს. მათ  დასაქმებულების შრომითი უფლებების დასაცავად სპეციალური განცხადება გააკეთეს. საზოგადოებრივი  მაუწყებლის მხარდამჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო და მოგვიანებით  მაუწყებელთან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.  აქცია მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის წევრებმა, ასევე პორფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს.  

ამავე კატეგორიაში