საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირი.
მისივე თქმით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამოღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები და საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში 4 ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები," - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.