ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტის ეფექტური განხორციელების მიზნით, ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც უწყების ხელმძღვანელმა აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.