პერუში თურქეთში გასაგზავნი 20 მილიონი დოლარის კოკაინი ამოიღეს

28 მარტი 2023, 10:21 556 ნახვა

პერუს ხელისუფლებამ  2,3 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც კერამიკული ფილების სახით იყო შეფუთული და რომელიც თურქეთში საზღვაო გზით უნდა ჩაეტანათ.

პოლიციამ განაცხადა, რომ ნარკოტიკი დედაქალაქ ლიმას მახლობლად პერუს უდიდეს პორტში   მდებარე საწყობში აღმოაჩინეს.

კალაოს პოლიციის უფროსმა, აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ  ზუსტად იცის აკრძალული ნარკოტიკების საბოლოო დანიშნულების ადგილი და ეს თურქეთია. 

პოლიციის უფროსის თქმით, ბელგიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და საფრანგეთის პორტები ზოგადად კრიმინალური ორგანიზაციების სასურველი მიმართულებებია.  

ამოღებული კოკაინის ღირებულება  მინიმუმ 20 მილიონი დოლარია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი