ქვესადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები

27 მარტი 2023, 11:10 1704 ნახვა

ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის სარეკონტრუქციო სამუშაოები  დასრულდა. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით,  სამუშაოები 330 კილოვატი ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვესადგური ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძოა, ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.

პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი