გერმანიაში გაფიცულები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

27 მარტი 2023, 10:54 521 ნახვა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა  გერმანიაში.  შეფერხებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირის ხელმძღვანელი მხარს უჭერს  მასშტაბურ გაფიცვას, აღნიშნავს, რომ  ათასობით ადამიანის გადარჩენის საკითხი წყდება, რომლებიც ქვეყანაში ინფლაციის ფონზე მაღალი ხელფასისთვის იბრძვიან.

გაფიცვას შეუერთდა  მიუნხენის აეროპორტი, სადაც გაუქმდა ავიარეისები. ქვეყნის სარკინიგზო ოპერატორმა დოიჩე ბანმა დაგმო  პროფკავშირის გეგმები და მოითხოვა, რომ მხარეები  მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

გერმანული პროფკავშირი ვერდი მართავს  მოლაპარაკებებს საჯარო სექტორში მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და აეროპორტებში დასაქმებული დაახლოებით 2,5 მილიონი თანამშრომლის სახელით. ვერდი ითხოვს ხელფასის 10.5%-ით გაზრდას, რაც გამოიწვევს ხელფასის ზრდას მინიმუმ 500 ევროთი თვეში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი