კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

26 მარტი 2023, 17:20 658 ნახვა

კამელიების გამოფენა გაიმართა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. გამოფენაზე კამელიების ასზე მეტი სახეობა იყო წარმოდგენილი, მათგან 25 ბოტანიკური ბაღის მეცნიერების მიერ გამოყვანილი სახეობები. ღონისძიება ბაღის კოლექციაში არსებული მცენარეების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და უკვე მეექვსედ ჩატარდა.

დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც კამელიების მოვლის შესწავლა სურდათ.

კამელია აღმოსავლური ყვავილია, ის წლის სამ სეზონზე ყვავილობს და მარადმწვანე ფოთლების გამო ზამთარში დეკორაციული დატვირთვა აქვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში