პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ასევე პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ყოფილი მსჯავრდებულის ზურაბ აბზიანიძის მიმართ.ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით და წარედგინა ბრალდება 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 2007 წლის 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა ზ.მ-ს, მას არასდროს შეხვედრია და არანაირი ფულადი თანხა არ გამოურთმევია. დაზარალებულ ზ.მ-ს ჩვენებით პირი, რომელიც მას აბზიანიძის სახელითა და გვარით გაეცნო იყო სხვა პირი, განსხვავდებოდა როგორც ასაკით, ისე გარეგნული ნიშნებით და ამოცნობის ჩატარების შემთხვევაში ის აღნიშნულ ფაქტს ჩვენებაში იმჟამინდელი გამოძიების დროსაც დაადასტურებდა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად ფაქტობრივად გამორიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.