21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს - გარემო

17 მარტი 2023, 12:40 611 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი