ტურიზმის დეპარტამენტის შეხვედრები IBT Berlin-ის ფარგლებში

16 მარტი 2023, 11:31 437 ნახვა

ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი საერთაშორისო მედიის, ტურისტული კომპანიების, ბიზნესისა  და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრებზე  რეგიონის  აჭარის პოზიციონირებისა და რეკლამის შესაძლებლობები სხვადასხვა გავლენიანი მედიის წარმომადგენლებთან განიხილა. 

აღსანიშნავია, რომ  მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის  მასპინძელი  წელს საქართველო იყო. 

საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს ქართული კერძების, ღვინისა და ტკბილეულის მასტერკლასებზე დასწრებისა და დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი