მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმა. უწყების განცხადებით, დაასრულეს შესწავლა, თუ რამდენად კანონიერი იყო 14 დეკემბერსა და 15 თებერვალს პენიტენციურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, რომლებიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი იყო.
უწყების განცხადებით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც. უწყება აცხადებს, რომ ჩანაწერების გასაჯაროება კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე მოხდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილისკვების ეპიზოდზე.
აქვე გაგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახური კადრების გასაჯაროვებას საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ხსნიდა.