მედიის ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

14 მარტი 2023, 21:58 585 ნახვა

შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ინფორმაციას „ბიბისი“ ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა. ამერიკული სადაზვერვო უპილოტო აპარატი შავ ზღვაში, ყირიმიდან დასავლეთით დაეშვა.

“დაახლოებით 7:03 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), ერთ-ერთი რუსული სუ-27 თვითმფრინავი MQ-9 [დრონის] პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 საერთაშორისო წყლებში დაეშვათ. შეჯახებამდე რამდენიმეჯერ სუ-27 თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნურ, ეკოლოგიურად არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ მანერაში. ეს ინციდენტი უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა კომპეტენციის ნაკლებობას დემონსტრირებს”, - თქვა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი