პროკურატურამ  დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13 მარტი 2023, 16:44 571 ნახვა

პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში, დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედას შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი