ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს - ლევან იოსელიანი

13 მარტი 2023, 13:11 646 ნახვა

ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, ის მას მოინახულებს. ამის შესახებ იოსელიანმა ომბუდსმენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სააკაშვილის ოჯახის წევრებსაც.

„მე ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც. ჯერ მე არავის შევხვედრივარ, სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცეების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, იქნება ძალაში",- განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი