ვანო მერაბიშვილი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს

12 მარტი 2023, 15:05 487 ნახვა

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს და ამბობს, რომ გაზაფხული და ზაფხული იქნება საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტისთვის.

უკრინფორმის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე „SAVE MISHA”, რომელიც 10 მარტს ჩატარდა მერაბიშვილმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მათ მთავარ მიზნად მთავრობის შეცვლა დაასახელა. აქვე განმარტა, რომ პროტესტმა უნდა აიძულოს ხელისუფლება შეასრულონ 12 რეკომენდაცია.

მერაბიშვილის ამ განცხადებას მოყვა გამოხმაურებები. მის აზრს. რომელიც ''ნაციონალური მოძრაობის'' სახელით საუბრობდა იზიარებენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობაში.

ოპოზიციის ნაწილი კი მის განცხადებას დამაზიანებელს უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში