„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა

11 მარტი 2023, 11:21 1627 ნახვა

,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ’’ - აქვსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა, ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დამდგმელმა რეჟისორმა, ნუკრი ქანთარიამ  გააცოცხლა. სპექტაკლის  პირველმა საპრემიერო ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

კომედიური ჟანრის პიესაში მთავარი აქცენტი  ბატონყმობასა და ახალგაზრდა წყვილზეა,  რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებული თავადი საპატარძლოს ძალით წაიყვანს.

კომედიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით,  მხიარული და ზოგჯერ ბრაზიანი სახეებით.

დასმა მაყურებელს დასამახსოვრებელი საღამო აჩუქა. საპრემიერო ჩვენები კიდევ ორი დღის განმავლობაში  გაგრძელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი