შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან

10 მარტი 2023, 14:52 754 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი