თუკი უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების ინიციატივები ძალაში შევა, საბიუჯეტო ცვლილებების განსახილველად უმაღლეს საბჭოში ვადები შესაძლოა შეიცვალოს. ნინო ჩხეტიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 2 თვის ნაცვლად, 3 თვით ადრე შევა წლიური ანგარიში, რომელსაც უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობა განსახილველად გადაუგზავნის. ასევე შეიცვლება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის განხილვის ვადებიც. დღესვე ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, კომისიებში აჭარის ქონების შესახებ კანონში ცვლილებაზეც იმსჯელებენ. განათლების კომისიის თავმჯდომარე ითხოვს, რომ აღნიშნული კანონი განათლების სამინისტროს კონკრეტულ პროგრამებზე არ გავრცელდეს. კომისიები ასევე განიხილავენ უმაღლესი საბჭოს აპარატში შემავალი ცალკეული სამსახურების ერთ დეპარტამენტში გაერთინებაზე. დავით გაბაიძე საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ რეორგანიზაციასაც შეეხო. მისი თქმით, პროცესი თანამშრომლების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.