მეწყერი ხულოში

10 მარტი 2023, 11:55 717 ნახვა

დიდაჭარაში,  შახევისჰესის კაშხალთან განვითარებული მეწყრის გამო,   სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ აკრძალულია. გადაადგილება შეუძლებელია  კურორტ გოდერძისა და  მიმდებარე სოფლების მიმართულებით. მიწის მასა აქ გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ცენტრალური მაგისტრალი სრულად ჩაკეტა.

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა   მასშტაბებიდან გამომდინარე,  ჯერ-ჯერობით  იმის განსაზღვრა თუ როდის აღდგება მოძრაობა, შეუძლებელია. 

მოქალაქეები სოფლების მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან, რადგან  აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობს ალტერნატიული გზა და ეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი რამდენიმე თემსა და კურორტ გოდერძთან.  

ვინაიდან   მეწყერი შუახევისჰესის  კაშხალთან განვითარდა,  სოციალურ ქსელში მოქალაქეები  წერენ, რომ შემთხვევა შესაძლოა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.  თუმცა ამბობენ იმასაც,  რომ ამ საკითხზე მხოლოდ ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ.

ბოლო დღეებში ხულოში   მეწყრული კერები  სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი აღნიშნული მეწყრის  მიმდებარედ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი