„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერაა

10 მარტი 2023, 11:10 1217 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება. თეატრალურმა დასმა, რეჟისორთან ერთად გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა.

,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით, ერთ მოქმედებიან კომედიას მაყურებელი  დღეს დრამატული თეატრის   დიდ სცენაზე  19:00 საათზე ნახავს.  

როგორც მსახიობებმა თქვეს,  კომედიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით,  მხიარული და მშვიდი საღამო ელოდება თეატრში მისულ მაყურებელს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში