"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, თუმცა ამის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არც კანონი აინტერესებს და არც გამჭვირვალობა.
„გუშინ ვიხილეთ, რა იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი ჯერ პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ჯერ კიდევ დაუწერელ კანონპროექტს უწოდეს რუსული. საერთოდ არც იყო დაინიცირებული, როდესაც რუსული უწოდეს. მიზანი გასაგები იყო, როგორ უნდოდათ ქართული კანონპროექტის რუსულად ე.წ. დაბრენდვა. შემდეგ სამწუხაროდ, საზოგადოებამ იხილა ის რადიკალური პროცესები, რასაც ვითომ მშვიდობიანი აქცია დაარქვეს. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებდნენ, მაგრამ ამ გულწრფელი პროტესტის ცუდად გამოყენების მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, რატომაც არ უნდათ გამჭვირვალობა და საჯაროობა" - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.