აშშ-ის დეპარტამენტის გამოხმაურება

08 მარტი 2023, 12:01 532 ნახვა

დეპუტატების გადაწყვეტილებას და თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ საერთაშორისო პარტნიორები და მსოფლიო მედია.

შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლო საათებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მას შემდეგ გაკეთდა,  რაც პოლიციამ თბილისის ცენტრში მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი  გამოიყენა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოში სიტუაციის მონიტორინგს და თქვა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამოიყენონ თავიანთი უფლებები თავისუფლად და  მშვიდობიანად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი