აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერლინში სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა

07 მარტი 2023, 19:59 855 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ITB Berlin-ის გამოფენის ფარგლებში დღეს სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონი გახსნა. თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  საქართველოს, აჭარის ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ტურიზმის მზარდ დინამიკაზე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოში და აღნიშნა, რომ ITB Berlin-ი საუკეთესო პლატფორმაა საქართველოსთვის წარმოაჩინოს თავისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა. მან ხაზი გაუსვა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენის დინამიკას. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, 2023 წლის მოლოდინები კიდევ უფრო ამბიციური და პოზიტიურია როგორც ტურისტული ნაკადების, ასევე ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი