ე.წ. აგენტების კანონის განხილვა

07 მარტი 2023, 18:02 512 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო ცვლილებები შინაარსობრივად უკვე წარადგინა საკითხის მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა. კანონპორექტების დღეს განხილვის საკითხს, მოყვა ცხარე კამათი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ოპოზიციამ გააპროტესტა საკითხის დღეს განხილვა, მათ თქვეს, რომ ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა და დღეს ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა არის ფანდი, ეშმაკური ხრიკი. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები ლევან ბეჟაშვილი და ხატია დეკანოიძე, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ამ წუთებში კანონპროქტებზე მსჯელობა კითხვების დასმის რეჟიმში მიმდინარეობს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი