ფრანგი ჟურნალისტის შეხვედრა მაუწყებლის თანამშრომლებთან

07 მარტი 2023, 11:28 457 ნახვა

''ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის  ტყავში’’  -  წიგნის  შესახებ  ავტორმა, ჟურნალისტმა   რეჟის   ჟენტემ   საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს    თანამშრომლებთან   შეხვედრაზე   ისაუბრა. 

ვინ  არის  კაცი,  რომელზეც   ნაწილობრივ  დამოკიდებულია  ევროპის   ბედი?  - ორი  ფრანგი  ჟურნალისტის  მიერ დაწერილ  წიგნში  საუბარია  უკრაინაში  ომის  და ვოლოდიმირ  ზელენსკის   შესახებ,  რომელიც   უკრაინელ  ხალხთან  ერთად    რუსეთის   წინააღმდეგ  მებრძოლი   გმირია. 

რეჟის   ჟენტემ    ომის  გაშუქების   საკუთარ   გამოცდილებაზე   ისაუბრა.  შეხვედრაზე   საუბარი  ასევე  შეეხო     ქართული   ჟურნალისტიკის    გამოწვევებს.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში