ტყვიის შემცველობა საბავშვო სათამაშოებში მაღალია

05 მარტი 2023, 11:31 620 ნახვა

საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი სათამაშო შეიცავს დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტ ტყვიას.

ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობა გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და კიდევ რამდენიმე დასახელების სათამაშოში..ტყვიის წყაროდ, ასევე  სპეცილისტები დაბინძურებულ გარემოს და საოჯახო ინვენტარს უკავშირებენ.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ქიმიური ელემენტების ყველაზე მაღალი ოდენობა აჭარაში დაფიქსირდა, რისკ ჯგუფს კი ბავშვები და ორსულები წარმოადგენენ.აჭარაში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ორსულებში, ბავშვებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში  2020 წლიდან დაიწყო.

პროგრამა აჭარაში რეგისტრირებულ ყველა ორსულს მოიცავს, წლის განმავლობაში 16 ათასზე მეტი ნიმუშის კვლევაა დაგეგმილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ 500 ათასი ლარია გაწერილი, ბავშვების კვლევა ოჯახის ექიმის საფუძველზე, ხოლო ორსულებში გეგმიურად მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში