ენერგოეფექტური ავტომობილები

02 მარტი 2023, 11:01 365 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების გადმოცემის ცერემონიალი გაიმართა. 

აღნიშნული საგრანტო პროექტი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება და მის ფარგლებში 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში