პრემიერ-მინისტრი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს შეხვდა. საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.
სოსო გიორგაძის თქმით, საქპატენტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო აღიარებების კუთხით მუშაობს.
ასევე კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებად სტაჟიორთა პროგრამა.