დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთში, პოლონეთში, ნორვეგიასა და ლატვიაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.