ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს - ნედ პრაისი

28 თებერვალი 2023, 10:13 663 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.

"ჩვენ ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მისი შესაძლო შედეგების გამო.

ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულები არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი