საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან

24 თებერვალი 2023, 10:00 756 ნახვა

საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან.

რეზოლუციის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.

რეზოლუცია ასევე შეიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი