პრიგოჟინი უკრაინაში ვაგნერებისთვის შეიარაღების მიწოდების განახლების შესახებ აცხადებს

23 თებერვალი 2023, 13:52 421 ნახვა

რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ  მისმა ჯარმა  რუსეთის სამხედრო სარდლობასთან საჯარო დაპირისპირების მიუხედავად საბრძოლო მასალის დამატებითი პარტიის მიღება დაიწყო. 

ადრე პუტინის ჩრდილქვეშ მყოფი პრიგოჟინი, რომელსაც პუტინის მზარეულსაც უწოდებენ,  ერთი წლის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ  პუტინის ჩრდილიდან გამოვიდა და თავისი დაქირავებული მებრძოლებით სათავეში ჩაუდგა რუსეთის მიერ თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლას ქალაქ ბახმუტისთვის

ბოლო დღეებში რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან  დაპირისპირება  მკვეთრად  გამწვავდა. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პირადი მტრობის გამო ვაგნერის ჯგუფს უარს ეუბნებოდნენ  საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.  სამშაბათს ევგენი პრიგოჟინმა  რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და  გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ ისინი დგანან არმიაში არსებული  დეფიციტის უკან. 

სამშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა  ფედერალურ ასამბლეაში გამოსვლისას  შიდა დაპირისპირებების შეწყვეტა მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი