ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

21 თებერვალი 2023, 16:14 753 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროცედურულად, ხვალ ან ზეგ გადააგზავნიან, კვირის ბოლოს ან ორშაბათს გვეცოდინება, რომელ შემადგენლობას დაეწერება ეს საქმე. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მეგონა, მოსამართლე იღებდა საქართველოში გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის, მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ მარია ზახაროვა იღებს ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას, კრემლის კაბინეტებში მიიღება გადაწყვეტილება. ეს განცხადება იყო პირდაპირი მტკიცებულება, რომ საქართველოს არც ხელისუფლება ჰყავს და არც სასამართლო. უნდა გავიაროთ გარკვეული ინსტანციები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თავად ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი