აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. იმსჯელეს განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების, ასევე პრივატიზების პროცესის მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ.
ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე ტურიზმის ნაკადებისა და 2023 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში საერთაშორისო დონის ღონისძიებების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება.