აჭარაში ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში ბათუმში იმართება. ენმ-ს წევრების გზავნილი და მოთხოვნა უცვლელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესები განიხილონ ჰუმანიტარულ ჭრილში.
გაათავისუფლონ მესამე პრეზიდენტი და გადაიყვანონ იგი უცხოეთში სამკურნალოდ.