დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო

04 თებერვალი 2017, 00:00 2575 ნახვა

ახალგაზრდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალისთვის გაგრძელდება.  დახურულ სხდომაზე განიხილავენ ერთ-ერთი არასრულწლოვნის საქმეს. ხვალ სავარაუდოდ მოწმეებს დაკითხავენ. 7 ახალგაზრდა ბათუმის ბულვარში გუშინ დააკავეს, რომლებსაც პროკურატურა წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალდებულების მშობლები სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. რასაც უწყება უარყოფს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი