აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი თანამდებობიდან გათავისუფლა.
"აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სამინისტროშიც. სამინისტროს წარდგინებით მთავრობის თავმჯდომარემ ჩავლეშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა" - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.