„საფრანგეთს სურს რუსეთის დამარცხება, მაგრამ არა „განადგურება“ - მაკრონი

19 თებერვალი 2023, 14:48 779 ნახვა

უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ მზად არის გაჭიანურებული ომისთვის.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა, მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა რუსეთის მაგიდასთან დასაბრუნებლად და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.

მაკრონმა ასევე უარყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა და მსგავს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში სრული წარუმატებლობა უწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი