სირიაში მიწისძვრით დაზარალებულებს კარვები არ აქვთ

19 თებერვალი 2023, 14:09 523 ნახვა

სირიაში, ქალაქ აზაზში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კარვების დეფიციტზე საუბრობს. მოხალისეების თქმით, მათ  ვინც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ამ დრომდე არ აქვთ სრულყოფილი თავშესაფარი, გაერო-დან გამოგზავნილ დახმარებას კი ჯერ სტიქიის ზონამდე არ მიუღწევია.

კარვებზე მოთხოვნის გამო, მათი წარმოება ადგილობრივ დონეზეც მიმდინარეობს, თუმცა საჭირო რაოდენობის დამზადებას ვერ ახერხებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთს და სირიაში დაახლოებით 26 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში