ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

17 თებერვალი 2023, 20:08 664 ნახვა

ახალი კანონი საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია  500 ლარს შეადგენს ან ექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში