ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა – ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 68 თეთრი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2 ლარი და 70 თეთრი იყო. ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. ერთი ევროს ღირებულება 2 ლარი 88 თეთრია.